“ლელოს” პოზიცია იყო და რჩება იგივე, რომ “ქართული ოცნება” არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გაატარებს ამ 9 რეფორმას – სამუშაო ჯგუფებზე

ვინ დაესწრება და ვინ არა ევროკავშირის ცხრა დათქმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას, რომელიც უმრავლესობის ინიციატივით, ორშაბათს უნდა გაიმართოს. “ქართული ოცნება” ოპონენტებს და არასამთავრობო სექტორს გეგმის შესასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯების განსახილველად ეპატიჟება. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და შეხვედრაზე მისვლას აპირებს, ბუნდოვანია “ნაციონალური მოძრაობისა” და “ლელოს” პოზიცია.
“ეს ყველაფერი არის ფარსი. ჩვენ ვნახეთ წინა 12 პუნქტის შესრულების დროს, როდესაც 9 პუნქტი შეუსრულებელი დარჩა და იგივე მოხდება ახლაც. ამიტომ, ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც კეთდება ევროპული საქმე ჩვენს ქვეყანაში და თუ საჭიროა, რა თქმა უნდა ამ სამუშაო ჯგუფებშიც მივიღებთ მონაწილეობას,” – აცხადებს ენმ-ს წევრი დავით ხაჯიშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც 9 რეფორმას გაატარებს.
“მთავარი საკითხი არის ის, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს 9 რეკომენდაცია, რათა შევძლოთ დავიწყოთ მოლაპარაკებები წევრობაზე. ამიტომ, ამ 9 რეკომენდაციის შესრულება არის ამოსავალი წერტილი და არა ფორმატი, დრო და მისამართი, სადაც შეიძლება ჩატარდეს ეს შეხვედრები. შესაბამისად, “ლელოს” პოზიცია იყო და რჩება იგივე, რომ “ქართული ოცნება” არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გაატარებს ამ 9 რეფორმას”, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს