“ლელოს” ბარიერის გადალახვის პერსპექტივა, უბრალოდ, არ აქვს –

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, “ლელოში” შიდაპარტიულ არჩევნებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტიას განახლების რესურსი არ აქვს. მისივე შეფასებით, “ლელოს” საარჩევნო 5%-იანი ბარიერის გადალახვაც გაუჭირდება.
“ლელოს” ბარიერის გადალახვის პერსპექტივა, უბრალოდ, არ აქვს. მეტსაც გეტყვით – ალბათ, წინა არჩევნებზე დაფიქსირებული მაჩვენებლის გაუმჯობესების არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, თუ არ ჩავთვლით შესაძლებლობებს, რომლებიც ოპოზიციურ ფლანგში გაჩნდა “ნაციონალური მოძრაობის” დიდი ფიასკოს შემდეგ. ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის გარკვეული ნაწილი შეიძლება აღმოჩნდეს, რომელსაც შეიძლება იზიდავდეს და, როგორც ჩანს, ამ მიზნის სამსახურშია მელიასთან დაწყებული კონსულტაციები და ა.შ. ისე, ყველა კარგად ხვდება, რომ განა რა რესურსი აქვს “ლელოს” განახლების” და ა.შ. თავისი თავი გასჭირვებია, რეალურად, ამ პოლიტიკურ გაერთიანებას და მე არ მგონია, რომ დიდი პერსპექტივები ჰქონდეს, რომ სერიოზულად განახლებული გუნდი წარმოადგინოს,”- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
“ლელოს” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და გენერალური მდივანი წარადგინეს. სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე – ბადრი ჯაფარიძე, მისი მოადგილე – , გენერალური მდივანი კი – ირაკლი კუპრაძე იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც “საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ გადახრას” გმობს – 577 კაციანი ასამბლეის სხდომას 96 დეპუტატი ესწრებოდა, რეზოლუციამ 68 ხმა მიიღო

საქართველოს მთავრობის ბრალია, რომ დღეს არის მშვიდობა ამ ქვეყანაში, რომ ეკონომიკური წინსვლა გვაქვს, ვართ ეროვნულები, ვართ ჩვენი ხალხის და ქვეყნის მოყვარულები და ეს არის მთავარი მიღწევა, რომ ვინც უნდა ქართველ ხალხს, ის ჰყავს ხელისუფლებაში