არქივი23 ივლისი, 2024, 19:38
„ლელოს“, ანა დოლიძისა და „თავისუფლების მოედანის“ გაერთიანებას ალეკო ელისაშვილი შეუერთდა
„ლელოს“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანის“ გაერთიანებას „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი შეუერთდა.
„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში ელისაშვილთან გადაღებული ფოტო განათავსა, წარწერით „ძლიერი საქართველოსთვის“.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, „ძლიერი საქართველოსთვის“ იქნება გაერთიანების სახელწოდებაც.
შეგახსენებთ, „ლელომ“ წინასაარჩევნო გაერთიანების პრეზენტაცია წინა კვირას გამართა, სადაც აღნიშნა, რომ ის უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.