ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ლელომ" ამერიკელ პიარ-კონსულტანტ ჯერემი როზნერთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა

პარტია "ლელომ" ამერიკელ პიარ-კონსულტანტ ჯერემი როზნერთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. პარტიაში კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ წლების წინ, როზნერის "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტად ყოფნა არ ნიშნავს იმ ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან "ლელოს" რაიმე აკავშირებს.
პარტიის საერთაშორისო მდივანი ასევე აცხადებს, რომ ისინი არც მომავალში გეგმავენ ამ მიმართულებით რაიმეს. მიუხედავად ამისა, მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კონსულტანტი ოპოზიციურ პარტიაში სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" დასავლელი ლობისტების ჯგუფმა მიავლინა.
მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ "ლელოც" და "ნაცმოძრაობაც" ერთი იდეოლოგიის მატარებელი პარტიებია და ორივე მათგანი ერთი და იმავე პოლიტიკური სათავიდან იმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.