ლელა ჯეჯელავა: ქალბატონო თეა, პაატა ბურჭულაძეს დაიჭერთ თუ საერთოდ ტყვიას ესვრით, მას მარადიულობის საგზური უკვე აქვს

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:

თეა წულუკიანი Thea Tsulukiani ქალბატონი თეა, ადამიანის ფსიქიკა ძალიან სათუთი თემაა და განათლებული ადამიანები ამ საკითხზე ასეთი კონტექსტით არ საუბრობენ, როგორც თქვენ. კაცობრიობის ისტორიამ დაადასტურა, რომ ადამიანის ფსიქიკა ყველაზე მოწყვლადი ძალაუფლებისადმი ლტოლვის დროს ხდება. ძალაუფლების მანიით შეპყრობილი ბევრი ისტორიული პერსონის მძიმე დასასრულის ფაქტია ცნობილი. მარტო ნერონი რად ღირს!

რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის დასრულებულ საოპერო კარიერას, ან ანიტა რაჭველიშვილის ” ჩხავილს”, სანამ ოპერას მსმენელი ეყოლება, სანამ მეტროპოლიტენ ოპერა, ლასკალა, სიდნეის, ვენის საოპერო სცენები, თბილისის ოპერისა და ბალეტის და თუნდაც დიდი თეატრი იარსებებს, მანამდე ეცოდინებათ პაატა ბურჭულაძის სახელი. არც ანიტას დაედება, თქვენდა სამწუხაროდ, დავიწყების მტვერი. პაატა ბურჭულაძეს გადმობრუნებულ პერანგს ჩააცმევთ, თუ ზოლიანს, დაიჭერთ თუ საერთოდ ტყვიას ესვრით, მას მარადიულობის საგზური უკვე აქვს, მას საკაცობრიო კულტურის და ვერც საქართველოს ისტორიული მეხსიერებიდან ვერ წაშლით. არ გავხართ ისეთ უგუნურს, რომ ამას ვერ ხვდებოდეთ. მით უფრო თქვენი ძალიან მდარე სარკაზმი, მხოლოდ თქვენსა და ბურჭულაძის და ანიტა რაჭველიშვილის პერსონებს შორის არსებულ მასშტაბებს შორის სხვაობაზე საუბრობს.

ჩანს, რომ ძალაუფლების მძიმე ტვირთს თქვენი იწრო (თქვენ გიყვართ ძველი ქართული) ფსიქიკა ვერ უძლებს. განიხუნეთ ამპარტავნებისგან და შეინანეთ საქართველოს კაპიტულაციის დოკუმენტის მომზადებაში თქვენი წვლილი, რომ არა თუ კაცობრიობის კულტურული მეხსიერება, თქვენს არაჩვეულებრივად საყვარელ გოგონასაც არ ერცხვინებოდეს თქვენი გახსენება. მთელი გულწრფელობით გისურვებთ, რომ ასე არ მოხდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა