ლელა წურწუმიას სტილისა და ვიზუალის ტრანსფორმაცია – როგორ იცვლებოდა ქართველი ვარსკვლავი წლების მანძილზე და რატომ განიხილავენ მის გარეგნობას ასე აქტიურად – Marao

ს სტილისა და ვიზუალის ტრანსფორმაცია – როგორ იცვლებოდა ქართველი ვარსკვლავი წლების მანძილზე და რატომ განიხილავენ მის გარეგნობას ასე აქტიურად – Marao
კახა მამულაშვილის, იგივე მამულიჩასა და ლელა წურწუმიას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ლელა და მამულიჩა სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამზე“, აქტიურად აქვეყნებენ როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსა და ვიდეოებს, გამომწერების მხრიდან კი მუდმივად დადებით შეფასებებს იღებენ.
ქართველ პოპ-მომღერალს გამოშვებული აქვს 12 ალბომი, გადაღებული აქვს 10 მუსიკალური ვიდეო. მისი ალბომი „სულელი წვიმა“ დასახელდა 2003 წლის ყველაზე მაღალტირაჟიან ალბომად. „სტუდია თბილისის“ ინტერნეტ-მაღაზიაში ეს ალბომი დღემდე ყველაზე კარგად გაყიდვად ალბომთა ათეულს ლიდერობს. 2006 წელს ლელამ ჩამოაყალიბა საკონცერტო ბენდიც, რომელთან ერთად შემდგომში თავის სიმღერებს ასრულებდა. საქართველოს გარდა ის გარკვეული პოპულარობით სარგებლობს საზღვარგარეთ. 2006 წელს გამოუშვა საუკეთესო სიმღერების კომპილაცია -სა და ისრაელში. იმავე წელს, ერთ-ერთ სოციოლოგიურ გამოკითხვაში წლის ტელესახეებს შორის პირველ ათეულში მოხვდა. მან ქართველ მაყურებელს შესთავაზა ერთ-ერთი პირველი კოსტიუმირებული სოლო-კონცერტი სანახაობრივი ეფექტებით.ზ ამჟამად მიჰყავს გადაცემა „მხოლოდ ლელასთან“ მთავარ არხზე და, პარალელურად, აგრძელებს მუსიკალურ კარიერასაც.
ლელა წურწუმია 1969 წლის 12 თებერვალს დაიბადა თბილისში. მამა, ლუდოვიკო წურწუმია ფიზიკოსი და ლექტორი იყო, ხოლო დედა, ნინო ლომთათიძე, უცხო ენების სპეციალისტი. ჰყავს ორი და — ეკა და ხათუნა. დაამთავრა თბილისის 77-ე საშუალო სკოლა. 5 წლის იყო, როცა მუსიკით სერიოზულად დაინტარესდა და კერძო პედაგოგთან მომზადებაც დაიწყო.
ლელა წურწუმიას მუსიკალური კარიერა რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს. კარიერის დაწყებიდან 2000 წლამდე, 2002 წლიდან 2007 წლამდე და 2012 წლიდან დღემდე. ეს პერიოდები მუსიკოსის ცხოვრებაში განსაკუთრებიტ წარმატებული იყო, თუმცა, რასაკვირველია, წარუმატებელი და კრიზისული მომენტებიც არაერთი ყოფილა. მიუხედავად ამისა, ის დღემდე ინარჩუნებს პოპულარობასა და აქტუალურობას, მართავს კონცერტებს, მათ შორის, სოლო-კონცერტებსაც და მისი შოუები ყოველთვის უამრავი მსმენელის ფონზე მიმდინარეობს.
ლელა წურწუმუა დაქორწინებულია პროდიუსერ კახა მამულაშვილზე. კახასა და ლელას დიდი ოჯახი აქვთ. მათ საერთო შვილი, მარიამი ჰყავთ, ხოლო მამულიჩას პირველ ცოლთან, ნინო ნოზაძესთან, ერთი შვილი, ნიკოლოზი ჰყავს. 2018 წელს კახი მამულაშვილი პირველად გახდა ბაბუა – ნიკოლოზსა და მის მეუღლეს, ნანკა ფაღავას, პატარა ალექსანდრე შეეძინათ. ამის შემდეგ ლელასა და მამულიჩას ცხოვრებაში მთავარი გმირი სწორედ შვილიშვილი გახდა.
საზოგადოების სიყვარულს იმსახურებს ლელასა და მამულიჩას ქალიშვილი მარიკო მამულაშვილიც, რომელიც ფოტოგრაფიითაა გატაცებული და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს საკუთარ ნამუშევრებს.
“ძალიან პასუხისმგებლობიანი გოგოა. რაც დრო გადის, უფრო მეტად თავდაჯერებული ხდება და ეს ძალიან მომწონს. ბუნებით საკმაოდ თავმდაბალი, ბავშვური და კეთილია. მოკლედ, კარგი გოგოა“ – ამბობდა მომღერალი.
ლელა წურწუმია 54 წლისაა და შესანიშნავად გამოიყურება. მას განსაკუთრებით უყვარს გემოვნებიანი სამოსი და კამერების წინ ყოველთვის დახვეწილი და მოდური სამოსით ჩნდება. როგორც აღმოჩნდა, ეს შემჩნებელი არ დარჩენია “Balenciaga”-ს მოდის სახლის კრეატიულ დირექტორს, ქართველ დიზაინერს, ს, რომელმაც ლელა
პარიზში 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცის ჩვენებაზე მიიწვია, პირადადაც შეხვდა და საკუთარი სამოსიც აჩუქა. დემნამ აღნიშნა, რომ ლელა წურწუმიას სიმღერებს ხშირად უსმენს.
ლელა წურწუმიამ განსაკუთრებული ყურადღება ბოლო მუსიკალური კლიპით გამოიწვია. სულ ცოტა ხნის წინ სიმღერა „აღარ მინდა მე შენთან“ გამოუშვია, რომლის კლიპშიც განსხვავებული იმიჯით გამოჩნდა, რამაც განსხვავებული რეაქციები გამოიწვია:
„54 წლის არის ჯენიფერ ლოპესი და ძალიან მოგვწონს. მე არ მაქვს უფლება, რომ 54 წლის ასაკში კარგად გამოვიყურებოდე? თან მაქვს ძალიან კარგი გენეტიკა. არასოდეს მშურს არავისი, არასოდეს ბოღმა არ ჩამიდია გულში. ის რაც შიგნით აქვს ადამიანს, მერე გარეგნობაზე აისახება. მე გაძლევთ სტიმულს, რომ ამ ასაკშიც შეიძლება ქალი გამოიყურებოდეს კარგად. ბოლო კლიპს მოჰყვა აჟიოტაჟი. თუ არ გაქვს იმუნიტეტი, უნდა დაანებო თავი ამ პროფესიას. ძალიან რთულია ამ ყველაფრის გაძლება. მე არ ვკითხულობ, რას წერენ, არ მაქვს დრო, ნეგატიური ინფორმაციით ვერ გავიფუჭებ განწყობას. მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებმაც სწორად გაიგეს ჩვენი ნაშრომი. სერიოზული სამუშაო ჩავატარეთ ამ კლიპის გადაღებისას. პროფესიონალებმა იმუშავეს, რომ კარგი შედეგი დაგვედო. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს. მე დროს ვერ დავუთმობ იმას, ვინც ილანძღება…“ – ამბობდა მოგვიანებით ის ჟურნალ O.K.-თან საუბრისას.
გადავავლოთ თვალი ლელა წურწუმიას ძველ ფოტოებს, რომლებიც დაგვარწმუნებს, რომ ის ყველა ასაკში შესანიშნავად გამოიყურებოდა და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია:

ასევე დაგაინტერესებთ