ლევან ჯობავა: სად გაქრა ის რაგბი ? აი, ის, 37 წლის წინ ერთ მუშტად რო შეკრა მორაგბეები დაუცველი მოქალაქეების გადასარჩენად ? როგორ მივიდა სუსტის დაცვიდან სუსტის ჩაგვრამდე?

“სად გაქრა ის რაგბი ?
აი, ის, 37 წლის წინ ერთ მუშტად რო შეკრა მორაგბეები დაუცველი მოქალაქეების გადასარჩენად ?
როგორ მივიდა სუსტის დაცვიდან სუსტის ჩაგვრამდე?
როგორ მივიდა მოედნიდან საარჩევნო შტაბამდე?
ხალხის გვერდში დგომიდან, პარტიულ მასოვკამდე?
როგორ მოხდა, რომ 1989 წლის 9 აპრილს, ჭიჭინაძეზე ჩაყენებული რუსის კორდონის შიშველი ხელებით გამგლეჯთა მემკვიდრეები, საარჩევნოდ პირადობებს აგროვებდნენ და დაუცველი მოქალაქეების ცემაში მონაწილეობდნენ ?
9 აპრილს სამოქალაქო გმირობის ჩამდენთა სახელები და გვარები ისტორიას არ შემოუნახავს, არც კადრები არსებობს, სამაგიეროდ არსებობს კადრები დაუცველ მოქალაქეებზე ძალადობის და მოძალადეების გვერდზე დგომის.
ისტორია მათ სახელებს არასოდეს დაივიწყებს! თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება და ყველას არჩევანი ნათელია, კარგად ჩანს ვინ სად დგას,
მჩაგვრელის თუ ჩაგრულის მხარეს ?!
9 აპრილს რუსულმა ჯარმა რუსთაველზე 21 ადამიანი გაზით და ნიჩბებით მოკლა, მსხვერპლი ათჯერ უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა სპორტსმენების მიერ გარღვეული კორდონი და მოქალაქეებისთვის გახსნილი კორიდორი.
რუსული, სადამსჯელო ჯარის ხელმძღვანელმა როდიონოვმა პატაკში დაწერა
“მსხვერპლი ჭყლეტას მოჰყვა – ჭყლტით გამოწვეული ასფიქსია გახდა მოქალაქეების დაღუპვის მიზეზი”-ო.
ეს სიტყვები იმ პარტიამ გამოიყენა, რომლის საარჩევნო კამპანიებსა და პარტიულ სიებშიც ინტეგრირდა რაგბი.
“ქალს ვინც დაუწყო გინება, აბა, თუ შეგვერკინება” – ამ ლოზუნგით ხალხისთვის იმედის მიმცემი რაგბი სად გაქრა ?!”
🔖 წერს რაგბის კლუბ “სოხუმის” დამფუძნებელი, ლევან ჯობავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე – „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასა და მის დასკვნებს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა – ანგარიში, რომელიც ერთმა ექსპერტმა 72 საათში მოამზადა, შეიცავს ბევრ ფაქტობრივ შეუსაბამობას

მასიჰ ალინეჯადი: ხამენეის დაკრძალვაზე მიწვეულთა სია ფაქტობრივად მსოფლიოს ყველაზე ძებნილთა სია იყო – თალიბანი, ჰეზბოლა, ჰამასის მოკავშირეები და რამდენიმე უმნიშვნელო პრეზიდენტი, რომელთა შესახებ თითქმის არავის სმენია