ლევან ჯობავა: ამათ ხელში გასაკვირი არაფერია, მოლოდინებს არ ვიქმნი, მზად ვარ ყველაფრისთვის

ამათ ხელში გასაკვირი არაფერია, მოლოდინებს არ ვიქმნი, მზად ვარ ყველაფრისთვის. მე დამაკავებენ თუ არა, ეგ არ არის მთავარი, – ამის შესახებ ლევან ჯობავამ საქართველოში დაბრუნებისას განაცხადა.

მისივე თქმით, აქციებში მონაწილეობას გააგრძელებს.

“მინდა ყველას ვუთხრა – ქუჩაში იარაღით მოსიარულე არასრულწლოვნები და სრულწლოვნები, რომლებიც იარაღით იმიტომ დადიან, რომ აქვთ დაუსჯელობის სინდრომი, საფრთხეს წარმოადგენენ ნებისმიერი თქვენგანის შვილისთვის, განურჩევლად თქვენი პოლიტიკური გემოვნებისა. ამიტომ, მშობლებს გთხოვთ, ეს საფრთხე პირად საფრთხედ აღიქვათ.

ერთმა ადამიანმა, რომლის მთელი ოჯახი სხვადასხვა დროს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა და დღესაც იბრძვის, ეს ამბები რომ მოხდა მომწერა – გააგრძელეო, ხოდა, გავაგრძელებ. დამიჭერენ თუ არა მე, ძალიან ბევრი მაგარი ბიჭი და გოგო არის ახლა გისოსებს მიღმა და მე დამიჭერენ თუ არა, ეგ არ არის მთავარი, მთავარია ვიბრძოლოთ ბოლომდე, სანამ რეჟიმის ტყვეები არ იქნებიან თავისუფალი და საქართველო არ გახდება თავისუფალი რუსული გავლენისგან.

ამათ ხელში გასაკვირი არაფერია, მოლოდინებს არ ვიქმნი, მზად ვარ ყველაფრისთვის. აქციებზე მონაწილეობას გავაგრძელებ აუცილებლად. უნდა იბრძოლო იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ უსაფრთხო და თანასწორ გარემოში”, – განაცხადა ლევან ჯობავამ.

ლევან ჯობავამ რამდენიმე დღის წინ აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღი წაართვა არასრულწლოვანს, რომელიც სხვა ახალგაზრდებთან ერთად ბესიკის ქუჩაზე საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს თავს დაესხა. -ს ცნობით, დაკავებული არასრულწლოვანი გათავისუფლდა, რადგან მისი იარაღი ცეცხლსასროლი არ აღმოჩნდა. პარალელურად, უწყებამ გამოძიება ახალი, ძალადობის მუხლით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

პოლიტიკა 01.07.2026 / 20:17აა პრემიერი აშშ-ის საელჩოში მიღებაზე – გვწამს, დადგა დრო, გადავტვირთოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით – მზად ვართ, პირდაპირი დიალოგის გზით განვსაზღვროთ საერთო პრიორიტეტები

სალომე ზურაბიშვილი – ერთი „ოცნება“ ამერიკას ურწმუნებს ვითომდა ახალ ერთგულებას, მეორე „ოცნება“ კი ირანის ლიდერებს, მათ ვინც “ სიკვდილი ამერიკას!” ძახილით დაგვამახსოვრეს თავი – ამ საქციელს ღირებულებების და ღირსების ჭრილში სხვა რამეს ეძახიან