ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ცალკე წარმოებად მიმდინარე ეპიზოდზე ბრალდებულ მამუკა ბაღდავაძეს 7 წლით, გიორგი კაჭკაჭაშვილს კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ცალკე წარმოებად მიმდინარე ეპიზოდზე ბრალდებულ მამუკა ბაღდავაძეს 7 წლით, გიორგი კაჭკაჭაშვილს კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის საქმეზე ცალკე წარმოებად მიმდინარე ეპიზოდზე ბრალდებულები - მამუკა ბაღდავაძე და გიორგი კაჭკაჭაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით, კაჭკაჭაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მამუკა ბაღდავაძეს კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ცნობისთვის, გიორგი კაჭკაჭაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც მართლსაწინააღმდეგოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენას, შენახვასა და გასაღებას გულისხმობს.

მამუკა ბაღდავაძეს კი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2-3 ნაწილებით და 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ცრუ ჩვენების მიცემასა და დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.