ლევან ხარაბაძე არის ღირსეული ადამიანი, ის ყველა სამსახურში ღირსეულად ემსახურებოდა ქვეყანას

ლევან ხარაბაძე არის ღირსეული ადამიანი, ის ყველა სამსახურში ღირსეულად ემსახურებოდა ქვეყანას, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ ლევან ხარაბაძის დანიშვნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ლევან ხარაბაძე იყო გუბერნატორი ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის მხარეში და ის არის ღირსეული ადამიანი.
„ლევან ხარაბაძე არის ღირსეული ადამიანი. ის ყველა სამსახურში ღირსეულად ემსახურებოდა ქვეყანას. ბოლოს ის იყო გუბერნატორი ქვემო ქართლის მხარეში, მანამდე შიდა ქართლის მხარეში. ის არის ძალიან ღირსეული კაცი. რაც შეეხება „ნაცებს“, „ნაცები“ მოიკითხეთ თქვენკენ, ანუ თქვენი ტელევიზიისკენ. ის შეიძლება იყო პოლიციის ხელმძღვანელი და უამრავი ადამიანი ემსახურებოდა პოლიციის სისტემას თავის დროზე, მაგრამ რაც შეეხება „ნაცობას“, „ნაცები“ მოიკითხეთ თქვენკენ. თქვენ მაშინაც ცუდ საქმეებს აკეთებდით და ახლაც ცუდ საქმეებს აკეთებთ. პოლიციაში მაშინაც მუშაობდა 25 000 კაცი. ამ 25 000 კაციდან 20 000 იყო ღირსეული ადამიანი და ლევანი არის ღირსეული კაცი. რაც შეეხება უღირს „ნაცებს“, ისინი წარმოდგენილები არიან ჭარბად თქვენს ტელევიზიაში. ეს არის თქვენს მიერ დამკვიდრებული სისხლიანი სისტემა და თქვენ დღემდე ემსახურებით „ნაცებს“, ამიტომ, „ნაცებზე“ კითხვას ნუ დასვამთ. „ნაცებით“ არის დაკომპლექტებული თქვენი ტელევიზია“, – განუცხადა პრემიერმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს