ლევან ხაბეიშვილმა ქარელისა და გორის რაიონულ ორგანიზაციებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ქარელისა და გორის რაიონულ ორგანიზაციებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა ქარელის მუნიციპალიტეტში გაიმართა.
„ამ ადამიანებს ფანტასტიკური განწყობა აქვთ. ჯერ ერთი, რომ უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის – საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსი და ეს ხალხი 1-0 დაწინაურდა. ეს გამარჯვება 2024 წელს გვაქვს ბოლომდე მისაყვანი. ამიტომ პირველ რიგში, ამ ადამიანებთან შეხვედრის დროს, მადლიერებას გამოვხატავ, იმიტომ, რომ ამ ხალხმა იბრძოლა, ამ ხალხმა არ დაუთმო “რუსულ ოცნებას” ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ამ ხალხმა წააღებინა “რუსული კანონი“ უკან, ამ ხალხმა აჩვენა მთელს ცივილიზებულ სამყაროს, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის წევრები უნდა გავხდეთ. ამიტომ, მე აღფრთოვანებული ვარ, პირდაპირ უნდა ვთქვა, ამ ადამიანების მოტივაციით, ამ ადამიანების ბრძოლის უნარიანობით და იმით, რომ მზად არიან, პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით, ქართველ ხალხთან ერთად, „რუსულ პარტიაზე“ მთავარი გამარჯვება მოიპოვონ, რომელსაც აუცილებლად ყველანი ერთად ვიზეიმებთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ