ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან ხაბეიშვილი - 9 აპრილი არის მაგალითი, რომ ერთ მუშტად შეკრულ ქართველებს ყველაფერი შეუძლიათ - 35 წლის თავზე ამ გამარჯვებას ქართველ ხალხთან ერთად ვიზეიმებთ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 9 აპრილი არის მაგალითი, რომ ერთ მუშტად შეკრულ ქართველებს ყველაფერი შეუძლიათ.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ერთად მყოფი ქართველები 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლისთავზე აუცილებლად გაიმარჯვებენ.
„35 წელი გავიდა ტრაგიკული დღიდან და 33 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან. შესაბამისად, ეს დღე ნათლად აჩვენებს ერთ მარტივ ჭეშმარიტებას - ერთად მყოფ, ერთ მუშტად შეკრულ ქართველებს შეუძლიათ ყველაფერი და მათთვის შეუძლებელი არაფერია. ჩვენდა სამწუხაროდ, 35 წლის თავზე კვლავ გვიწევს ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის, იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ დემოკრატიულ, თავისუფალ, ევროპულ სახელმწიფოში. დარწმუნებული ვარ, ასევე ერთობით და ერთ მუშტად შეკრული ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს და 35 წლის თავზე ჩვენ ამ გამარჯვებას ქართველ ხალხთან ერთად ვიზეიმებთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.