ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან ხაბეიშვილი - 20:00 საათზე მორჩება ივანიშვილის რეჟიმი და „მილიციელები“, რომლებიც კანონს უნდა იცავდნენ, კანონის წინაშე აგებენ პასუხს

ლევან ხაბეიშვილი - 20:00 საათზე მორჩება ივანიშვილის რეჟიმი და „მილიციელები“, რომლებიც კანონს უნდა იცავდნენ, კანონის წინაშე აგებენ პასუხს

20:00 საათზე მორჩება ივანიშვილის რეჟიმი და „მილიციელები“, რომლებიც კანონს უნდა იცავდნენ, კანონის წინაშე აგებენ პასუხს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის განცხადებით, ვინც მასთან ერთად გადაადგილდება, ყველას აკავებენ.
„ყველას პოლიციური რეიდი აქვს. აგებენ არჩევნებს, გრძნობენ ამას და ჩემთან ერთად ვინც გადაადგილდება, ყველას აკავებენ. ნახეთ, რომ სალომე კაპანაძე და მამუდი მამედოვი დააკავეს. ყველა, ვინც ჩემთან ერთად დადის და ევროპულ ხმას იცავს, ყველას აკავებენ. ესენი არ არიან პოლიციელები, ესენი არიან „მილიციელები“, რომლებიც დავალებებს ასრულებენ. ის კრიმინალები, რომლებიც თვითონ მოაბილიზეს, რა თქმა უნდა, არ დაუკავებიათ. 8 საათზე მორჩება ივანიშვილის რეჟიმი და ეს ადამიანები, რომლებიც კანონს უნდა იცავდნენ, კანონის წინაშე აგებს პასუხს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.