ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან ხაბეიშვილი - ცხადია, გვაქვს შეკითხვები პრობლემებთან დაკავშირებით, ივანიშვილის პარტია უარს აცხადებს კომუნიკაციაში იყოს ხალხთან - ხელისუფლებას მოუწევს პასუხი მოქალაქეებს, რატომ იმალებიან

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ხელისუფლება უარს აცხადებს, მინისტრობის კანდიდატები მათ ფრაქციის ფორმატში შეხვდნენ.
როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხზე ფრაქციის თავმჯდომარესა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის შედგა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ემალება იმ კითხვებს, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებთან არის დაკავშირებული.
„ცხადია, ჩვენ გვაქვს შეკითხვები ხალხის პრობლემებთან დაკავშირებით. ივანიშვილის პარტია უარს აცხადებს კომუნიკაციაში იყოს ხალხთან და ამ კითხვებზე უპასუხოს არა პარტიას, არამედ მოსახლეობას. შესაბამისად, პირველად ხდება ისე, რომ არღვევენ ყველანაირ წესს და რეგლამენტს. ხელისუფლებას მოუწევს და ვალდებულია გასცეს პასუხი მოქალაქეებს, რატომ იმალებიან”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ინფორმაციისთვის, რეგლამენტი განახლებული მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვას კომიტეტების გარდა, ფრაქციებშიც ითვალისწინებს. მინისტრთა კაბინეტის მოსმენის გრაფიკში, რომელიც ბიუროზე იქნა წარმოდგენილი, გაწერილი იყო, რომ ფრაქციაში "ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია" და პოლიტიკურ ჯგუფებში მოსმენა 7 თებერვალს შედგება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.