ლევან ხაბეიშვილი – ჩამოშლილი, დემორალიზებულია რუსული „ომონი“ და მათი დანაყოფები უენერგიო და ღონე გამოცლილია – რეჟიმი გადატეხილია! ახლა ჩვენ მეორე, ყველაზე აქტიური ფაზის დაწყება გვჭირდება

ჩამოშლილი, დემორალიზებულია რუსული „ომონი“ და მათი დანაყოფები უენერგიო და ღონე გამოცლილია – რეჟიმი გადატეხილია! ახლა ჩვენ მეორე, ყველაზე აქტიური ფაზის დაწყება გვჭირდება, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ხაბეიშვილის განცხადებით, ყველა ქალაქი ფეხზე უნდა დადგეს და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
„ჩამოშლილი, დემორალიზებულია რუსული „ომონი“ და მათი დანაყოფები უენერგიო და ღონე გამოცლილია – 96 საათი უძილო “რობოკოპები” და „ხარებას“ დაჯგუფება!
რუსული პარტია ახდენს რუსული პარტიის „ტიტუშკების“ მობილიზებას, რომ როგორმე ცოცხალ ძალას წაეშველონ. გამოცხადებული აქვთ სრული მობილიზება – გამგებლები, მოადგილეები, თანამდებობის პირები, საკრებულოს წევრები და ასე შემდეგ.
ასევე, ცდილობენ ცოცხალი ძალა დაცვის პოლიციიდან დაიმატონ.
მოკლედ, რეჟიმი გადატეხილია და ახლა, ჩვენ მეორე ყველაზე აქტიური ფაზის დაწყება გვჭირდება. ყველა ქალაქი დადგეს ფეხზე და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ!
ძალა ხალხშია! ღმერთმა დალოცოს საქართველო”, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება