ლევან ხაბეიშვილი - შუაში არის დიდი ორმო, ერთ მხარეს დგას ბოროტება, ტყუილი, სიძულვილი, კრემლის მარიონეტები და ივანიშვილის ინტერესები, მეორე მხარეს დგას სიკეთე, კეთილდღეობა, ხალხი - არავის ვუსურვებ „ორმოში“ ჩავარდნას
შუაში არის დიდი ორმო. ერთ მხარეს დგას - ბოროტება, ტყუილი, სიძულვილი - მეორე მხარეს დგას - სიკეთე, კეთილდღეობა, ხალხი - ამიტომ არავის ვუსურვებ „ორმოში“ ჩავარდნას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, თუ რომელი მხარე გაიმარჯვებს.
„შუაში არის დიდი ორმო.
ერთ მხარეს დგას - ბოროტება, ტყუილი, სიძულვილი, დაპირისპირება, კრემლის მარიონეტები და ივანიშვილის ინტერესები, მეორე მხარეს დგას - სიკეთე, კეთილდღეობა, ხალხი, სახელმწიფო, სიყვარული, ერთობა, ევროპა და განვითარება.
რომელი მხარე გაიმარჯვებს დარწმუნებული ვარ ხვდებით და ამიტომ არავის ვუსურვებ „ორმოში“ ჩავარდნას. „ბოროტსა სძლია კეთილმან“...“, - წერს ლევან ხაბეიშვილი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.