– ქვეყანაში ახალგაზრდებთან ბრძოლა არავის არ მოუგია და შესაბამისად ვერც ივანიშვილი და გომელაური ვერ მოიგებს

ამ ქვეყანაში ახალგაზრდებთან ბრძოლა არავის არ მოუგია და შესაბამისად ვერც ივანიშვილი და გომელაური ვერ მოიგებს, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა -ს განცხადებასთან დაკავშირებით.
ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, -ს განცხადება ღიმილის მომგვრელია.
„ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ შეაშინოს ქართველი ხალხი და ცხადია ქართველი ხალხის დაშინებით, ხელების გადაგრეხით ისინი შედეგს ვერ მიაღწევენ. მნიშვნელოვანია, რომ ესმოდეს ყველას, განსაკუთრებით ხელისუფლებას, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნებაა ევროკავშირში შესვლა და მათი ეს დამოკიდებულება, რომ ემუქრებიან ახალგაზრდებს ცოტა არ იყოს და ღიმილის მომგვრელია. ამ ქვეყანაში ახალგაზრდებთან ბრძოლა არავის არ მოუგია და შესაბამისად ვერც ივანიშვილი და გომელაური ვერ მოიგებს“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსთაველზე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს – იდენტიფიცირებულნი იქნებიან პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან