– უტიფრობის და უპასუხისმგებლობის კლასიკური მაგალითია, თურმე ჩვენ გარწმუნებთ გამდიდრებულ ხალხს, რომ სიღარიბეა ქვეყანაში

უტიფრობის და უპასუხისმგებლობის კლასიკური მაგალითია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის გაცხადებას სიღარიბესთან დაკავშირებით.
„უტიფრობის და უპასუხისმგებლობის კლასიკური მაგალითია. თურმე ჩვენ გარწმუნებთ გამდიდრებულ ხალხს, რომ სიღარიბეა ქვეყანაში.
ივანიშვილის პარტიას არ აინტერესებს ხალხის პრობლემები!
2024 წელი არის უნიკალური შესაძლებლობა – ერთად შევცვალოთ“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” იმისთვის, რომ საზოგადოება დაარწმუნონ, “გაჭირვებაში ცხოვრობთ და ჩვენ თქვენზე ვზრუნავთო”, სოციალურ ქსელებში რეკლამაში ასი ათასობით ლარი დახარჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი