ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან ხაბეიშვილი - უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების არათუ ჩართულობა, არამედ მონაწილეობა ხელისუფლების განხორციელებაში

უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების არათუ ჩართულობა, არამედ მონაწილეობა ხელისუფლების განხორციელებაში. შესაბამისად, „გამარჯვების კოალიციას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ახალგაზრდებმა უნდა უყურონ, როგორც შესაძლებლობას, მოვიდნენ ხელისუფლებაში და მართონ ქვეყანა ხალხის საკეთილდღეოდ, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება. ფორუმზე მოწვეულია მართაინ ბოლკენსტეინ - ტრენერი/კონსულტანტი, VVD-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი, რომელიც ფორუმის ერთ-ერთი სპიკერი იქნება.
„უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების არა თუ ჩართულობა, არამედ მონაწილეობა ხელისუფლების განხორციელებაში. შესაბამისად, „გამარჯვების კოალიციას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ახალგაზრდებმა უნდა უყურონ, როგორც შესაძლებლობას მოვიდნენ ხელისუფლებაში და მართონ ქვეყანა ხალხის საკეთილდღეოდ. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა, მათთან ერთად დისკუსია ოპოზიციიდანვე, რადგან ეს ფერადი ახალგაზრდები, ჭკვიანი, განათლებული, ლამაზი ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში და მართონ ხელისუფლება. არა ისე, როგორც აქამდე გვინახავს, მემკვიდრეობით რომ უნდათ გადაეცეთ პატარა მინიგარქებს სხვადასხვა რეგიონი, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულება, ძმაკაცობით, ბიძაშვილობით, ნეპოტიზმით დანიშნული თანამდებობის პირები ან ოლიგარქის სანდო ადამიანები. უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდებმა აიღონ ინიციატივა და არათუ თანამონაწილეები იყვნენ, არამედ გამარჯვებული კოალიციის გუნდის წევრები, რომლებიც საბოლოოდ ჩამოაყალიბებენ მთავრობას“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.