ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე - ეს სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს რუსული ხელისუფლებაა

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და აპირებს, რომ ევროკავშირზე უარი თქვას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, სუს-ის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
ხაბეიშვილის განცხადებით, სუს-ი სახელმწიფოებრივად საინტერესო თემებზე უნდა მუშაობდეს და არა იმ ზღაპრებზე და ბოდვებზე, რომელზეც სურთ, რომ საზოგადოებამ ისაუბროს.
„რა სამწუხარო რეალობაა, ხედავ? ბიძინა ივანიშვილის ევტუშენკოვთან “ლავსთორი", რომ ჰქონდა ამის გამოძიება დაიწყეს? რუსი ოლიგარქი, პუტინის რეჟიმის წარმომადგენელი, რომ ჩვენს რუს ოლიგარქს დავალებებს აძლევს ამაზე გამოძიება დაიწყეს? ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფარცხალაძეზე, რომ თქვა „ეფ-ეს-ბე-ს“ და რუსეთის აგენტია ამაზე გამოძიება გინახავთ?
ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული. შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და აპირებს, რომ ევროკავშირზე თქვას უარი. რეალურად, სახელმწიფოებრივად საინტერესო თემებზე უნდა მუშაობდნენ და არა იმ ზღაპრებზე და ბოდვებზე, რომელზეც სურთ, რომ საზოგადოებამ ისაუბროს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის განცხადებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.