არქივი27 მაისი, 2025, 00:37
ლევან ხაბეიშვილი: სანქცირებული კალანდარიშვილის, ივანიშვილის, რუსული პარტიის პირობებში, ვინც განიხილავს, წარმოდგენაში, თეატრში - არჩევნებად წოდებულში მონაწილეობას, დადასტურებულად იქნება ივანიშვილის მსახიობი, რეჟიმის თანამონაწილე!

"სანქცირებული კალანდარიშვილის, ივანიშვილის, რუსული პარტიის პირობებში, ვინც განიხილავს, წარმოდგენაში, თეატრში - არჩევნებად წოდებულში მონაწილეობას, დადასტურებულად იქნება ივანიშვილის მსახიობი, რეჟიმის თანამონაწილე ! პოლიტპატიმრები ციხეში, პლუს ახალი ტყვეები, ახლა უკვე, ოპოზიციური პარტიის ლიდერები და ამ დროს, სიტყვა "არჩევნების" გამოყენებაც კი - დანაშაულია ! ეგ არის ივანიშვილის წარმოდგენა / სპექტაკლი !
ივანიშვილიმა ეს სპექტაკლი, წარმოდგენა ვერ უნდა გამართოს და ამის გარშემო გავერთიანდეთ ! საქართველო ივანიშვილის გარეშე ! ბიძინა უნდა დაემხოს !" - წერს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.