ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან ხაბეიშვილი: რამდენიმე წუთი მცემდნენ, ყველას შეგეხებათ ეს უსამართლობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც ღამით აქციაზე პოლიციელებმა სასტიკად სცემეს, პარლამენტში მივიდა.
ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვეს, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
“ხარებას ზონდერ ჯგუფები მიზანმიმართულად რამდენიმე წუთის განმავლობაში მისწორდებოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მეთქვა, რომ მე დამნაშავე და ,,ჩმორი” ვარ და ამ შემთხვევაში არ მცემდნენ და ცხადია, ამის ფუფუნება მე მათ არ მივეცი და ამის გამო შესაბამისადაც გამოვიყურები. თუმცა ეს არაფერი არ არის იმასთან, რასაც ახალგაზრდებს უკეთებენ. ჩემო ძვირფასებო ეს არ არის პარტიული ნიშანი, ეს პარტია არ მომწონს, ის არ მომწონს – ყველას შეგეხებათ ეს უსამართლობა. ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის გამოიყენეთ პოლიტიკოსები მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა. უმრავლესობის წევრები თუ შეძლებენ მეორე თვალში ჩახედვას არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთში მაინც შემომხედონ”- თქვა ხაბეიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.