ლევან ხაბეიშვილი: მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ, რომ გვყავს პოლიტიკური პატიმარი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის უფლებები დარღვეულია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიუ იორკში Amnesty International-ის ამერიკის ოფისის დირექტორს პაულ ო ბრაიანს შეხვდა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ო ბრაიანთან საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.

„ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავესწარით პანელურ დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდა Amnesty International-ის ამერიკის ოფისის დირექტორი პაულ ო ბრაიანი. პანელური დისკუსიის შემდეგ გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით, გვესაუბრა პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შესახებ, მისი უფლებების დარღვევის თაობაზე დამატებითი ინფორმაცია მივაწოდეთ და დაგვპირდა, რომ კიდევ მიიღებს ჩვენგან კონკრეტულ ინფორმაციას და ფაქტობრივ მტკიცებულებებს.

ასევე, ცხადია ვესაუბრეთ საოკუპაციო ხაზთან ჩვენი მოქალაქეების გატაცების, მკვლელობისა და ადამიანების უფლებების დარღვევის შესახებ.

დაგვპირდა, რომ გვექნება ამ თემასთან დაკავშირებით კომუნიკაცია. ცხადია, ჩვენ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ, რომ გვყავს პოლიტიკური პატიმარი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის უფლებები დარღვეულია და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით არის დევნილი. ასევე, საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენების შესახებ უნდა ჰქონდეს მსოფლიოს ინფორმაცია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის და დღევანდელი დღეც ამის დასტურია, რომ პაულ ო ბრაიანთან ჩვენ ყველა ეს საკითხი, პრობლემა დავაფიქსირეთ. ასევე დამატებით ინფორმაციებს მივაწოდებთ კიდევ მტკიცებულებების სახით“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ერთადერთი რამ რასაც „გამჭვირვალობის კანონპროექტი“ ითვალისწინებს, არის ფინანსების საჯაროობა და ამაზე პირდაპირ უარის თქმა იყო რთული, ამიტომ ოპონენტებმა აღმართეს კედელი, რომელსაც დაარქვეს „რუსული კანონი“