ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე ვალდებული არიან მცირე მეწარმეებსაც გასცენ პასუხი, როგორ ხდება, რომ საქართველოში ორჯერ გაძვირებული საწვავი იყიდება!

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საწვავზე ფასის მატება მოგონილი პრობლემაა – ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე ვალდებული არიან მეწარმეებსაც გასცენ პასუხი, როგორ ხდება, რომ საქართველოში ორჯერ გაძვირებული საწვავი იყიდება! – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მცირე მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა.
ხაბეიშვილის განცხადებით, საწვავის გაძვირება უმნიშვნელოვანესი, ყოველდღიური პრობლემაა მცირე მეწარმეებისთვის.
„მამუკა მდინარაძემ განაცხადა, საწვავზე ფასი რომ იზრდება, ეს პრობლემა არ ყოფილა და არის მოგონილი. მოქალაქეების შემდეგ, მცირე მეწარმეებს და ბიზნესს გასცეს პასუხი – საწვავის ფასი გაზრდილია, საქართველომდე 1.65 ლარი ღირს, ხოლო საქართველოში სამი ლარი და უფრო მეტი. ეს მეწარმეებისთვის და ბიზნესისთვის არის დამატებითი პრობლემა. საწვავი ამ ადამიანებისთვისაც ძვირდება და შემდეგ ბიზნესს და მეწარმეებს იმ სერვისის გაძვირება უწევთ, რომელსაც მოქალაქეებს აძლევენ. ამიტომ ეს უმნიშვნელოვანესი ყოველდღიური პრობლემაა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, მცირე მეწარმეებისთვის“, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.
აღნიშნულ ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი