ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილის ხელისუფლების გამარჯვების შემთხვევაში, კიდევ უფრო გაძვირდება ისედაც გაძვირებული გადასახადები, ამიტომ 26 ოქტომბერს უნდა გაიმარჯვოს ხალხმა
ივანიშვილის ხელისუფლების გამარჯვების შემთხვევაში საქართველოში კიდევ უფრო გაძვირდება, ისედაც გაძვირებული გადასახადები, ამიტომ 26 ოქტომბერს უნდა გაიმარჯვოს ხალხმა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, გაძვირდება სხვადასხვა სერვისის საფასური და მოსაკრებელი.
„ელექტროენერგიის ფასი მოიმატებს მინიმუმ 5 - 7 თეთრით, გაზის გადასახადი მინიმუმ 65-70 თეთრი გახდება, საწვავის ფასი 4 ლარამდე გაიზრდება, მინიმუმ 20-30%-ით გაიზრდება პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასი. გაძვირდება სხვადასხვა სერვისის საფასური და მოსაკრებელი.
26 ოქტომბერს უნდა გაიმარჯვოს ხალხმა“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.