ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილის რუსული რეჟიმი აუცილებლად იქნება სანქცირებული – ივანიშვილი, ლილუაშვილი, გომელაური, კობახიძე, ღარიბაშვილი ამ სანქციებს ვერ გაექცევიან

ივანიშვილი და მისი ე.წ. ხელისუფლება, დამატებით ის ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში არბევენ, აწამებენ, არაადამიანურად ეპყრობიან საქართველოს მოქალაქეებს, სანქციებს ნამდვილად ვერ გაექცევიან, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სავიზო სანქციების შემდეგ, აუცილებლად იქნება ფინანსური სანქციები და შეეხებათ არაღიარებულ თანამდებობის პირებს.
„აშშ-მა გააუქმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, რაც არის გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი აუცილებლად იქნება სანქცირებული. შესაბამისად, ივანიშვილი, ლილუაშვილი, გომელაური, კობახიძე, ღარიბაშვილი ამ სანქციებს ნამდვილად ვერ გაექცევიან და დამატებით ის ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში არბევენ, აწამებენ, არაადამიანურად ეპყრობიან საქართველოს მოქალაქეებს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი