ლევან ხაბეიშვილი – ვეუბნები ივანიშვილს, დაელოდოს 4 ოქტომბერს, რა განაჩენს გამოუტანს ხალხი, ოღონდ ქუჩაში და არა მის სპეცოპერაციაში

ვეუბნები ივანიშვილს, დაელოდოს 4 ოქტომბერს, რა განაჩენს გამოუტანს ხალხი, ოღონდ ქუჩაში და არა მის სპეცოპერაციაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოში არჩევნები არ ტარდება, არამედ ეს არის „რუსული სპეცოპერაცია“.
„საქართველოში არჩევნები არ ტარდება, ეს არის რუსული სპეცოპერაცია. შესაბამისად, ერთი რეალობა გვაქვს, რომ მუდმივად ველოდებით, რა განაჩენს გამოიტანს ივანიშვილი ე.წ. სასამართლოში. მე ვეუბნები ივანიშვილს, თავად დაელოდოს 4 ოქტომბერს, რა განაჩენს გამოუტანს ხალხი, ოღონდ ქუჩაში და არა მის სპეცოპერაციაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო