ლევან ხაბეიშვილი - გამარჯვება, გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება - ისტორია დაწერილია! ჩვენმა ბიჭებმა უდიდესი სიხარული, ემოცია და პოზიტივი გვაჩუქეს
გამარჯვება, გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება - ისტორია დაწერილია! ჩვენმა ბიჭებმა უდიდესი სიხარული, ემოცია და პოზიტივი გვაჩუქეს, - ასე ეხმაურება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
ხაბეიშვილის ფეხბურთელებსა და მათ გულშემატკივრებს მადლობას უხდის.
„უდიდესი მადლობა ყველას, ვინც ამ წარმატებისთვის მუხლჩაუხრელად იშრომა. მადლობა სამწვრთნელო გუნდს, ფეხბურთელებს და მადლობა გულშემატკივარს, ვისაც არასდროს დაუკარგავს გამარჯვების რწმენა - სრულიად საქართველოს გილოცავთ”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.