ლევან ხაბეიშვილი – ბოლო რამდენიმე დღე დამატებითი ისტერიკაა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე – მუქარები ივანიშვილი-კობახიძე-მდინარაძის ისტერიკასა და პანიკას ადასტურებს!

ბოლო რამდენიმე დღე დამატებითი ისტერიკაა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე – მუქარები ივანიშვილი-კობახიძე-მდინარაძის ისტერიკასა და პანიკას ადასტურებს! ჩამოშლილია ივანიშვილის რეჟიმი – აბსოლუტური რღვევაა და შიშის პირით დაიწყეს „მუქარები“, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ „4 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა იყოს”.
„საგანგებო განცხადება: ბოლო რამდენიმე დღეა დამატებითი ისტერიკაა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე – მუქარები ადასტურებს ივანიშვილი – კობახიძე-მდინარაძის ისტერიკასა და პანიკას! ჩამოშლილია ივანიშვილის რეჟიმი! აბსოლუტური რღვევაა და შიშის პირით დაიწყეს „მუქარები”!
ვფიქრობ, მხოლოდ ჩვენს, საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაზე!
ვარაუდებს და წუხილებს, რომ დამაკავებენ, მესვრიან და მსგავსი, ადასტურებს მხოლოდ ერთს – ივანიშვილის მარცხი გარდაუვალია! ნებისმიერი ასეთი მოქმედებით ბოლომდე დაადასტურებენ და ფაქტობრივ კაპიტულაციას გამოაცხადებენ!
უნდა გვესმოდეს, რომ გამარჯვებასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ და ნებისმიერ შემთხვევაში – 4 ოქტომბერს, ქუდზე კაცი უნდა ვიყოთ! უპირობოდ ვიმარჯვებთ! ვმობილიზდეთ, მოვემზადოთ გამარჯვების აღსანიშნავად!
საქართველოს გაუმარჯოს! ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი!” – წერს ლევან ხაბეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება