ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, IDU-ს ფორუმზე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს შეხვდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, IDU-ს ფორუმზე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს შეხვდნენ.
მისივე თქმით, მაიკ პენსთან ისაუბრეს ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე, რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული და ევროპული „რუსი ოლიგარქის“ გარეშე.
„ვაშინგტონში, IDU ფორუმზე, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იღებს მონაწილეობას, მთავარი სპიკერი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი – მაიკ პენსია.
გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საქართველოზე, ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე, ვიყოთ დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო რუსი ოლიგარქისა და მისი რუსული რეჟიმის გარეშე”, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უნდა შევწყვიტოთ მსხვერპლის როლში ყოფნა – საპასუხოდ უნდა ვკითხოთ ჩვენს თავს – „აბა დღეს ჩვენ დიქტატურას რა ვატკინეთ“ – მუდმივად უნდა მივაყენოთ მას საპასუხო ტკივილი, დიქტატურას ჩამოშლის ჩვენს მიერ მიყენებული „ათასი ჭრილობა“