ლევან წულაძე – მხოლოდ გაერთიანება აღარ კმარა, საჭიროა სტრუქტურირება და პოლიტიკური იდეები – საზოგადოებრივ ასამბლეაზე ახალი პოლიტიკოსები დაიბადებიან

„თეატრი სახელოსნო 42“-ის სამხატვრო ხელმძღვანელის, ლევან წულაძის განცხადებით, დღეს საზოგადოება ერთიანია, საჭიროა­ „სტრუქტურირება და პოლიტიკური იდეების დაბადება“.
როგორც წულაძემ „საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის“ დაარსების შემდეგ განაცხადა, ასამბლეაზე ახალი პოლიტიკოსები დაიბადებიან.
„დღეს ყველა ფორმით, ყველა ლაპარაკობს, ყველა გამოხატავს პროტესტს, ყველა თავის თავის ბატონ-პატრონია, მაგრამ საჭიროა გაერთიანება. ასევე, საჭიროა პოლიტიკური ძალის, ან პოლიტიკური იდეის დაბადება. მხოლოდ გაერთიანება აღარ კმარა. გაერთიანებული არის ხალხი. ახლა მგონი, საჭიროა, სტრუქტურირება და პოლიტიკური იდეების დაბადება. მგონია, რომ ამ ასამბლეაზე დაიბადებიან ახალი პოლიტიკოსები, რადგან პოლიტიკური სპექტრის განახლება ძალიან საჭიროა“,- განაცხადა წულაძემ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამაარსებელ ეროვნულ ყრილობაზე „საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა“ დაფუძნდა. ყრილობა „თეატრი სახელოსნო 42“-ში გაიმართა. საზოგადოებრივი ასამბლეა სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფს გააერთიანებს და მისი მიზანი მოქალაქეების მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღება, მშვიდობიანი და სტრატეგიული გზით კრიზისის დაძლევა და იმ მექანიზმების შექმნა იქნება, რომლებიც მომავალში ქვეყანას მსგავსი კრიზისების თავიდან არიდებაში დაეხმარება.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ