ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან ცუცქირიძე რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრზე - გაოგნებული არიან „ქართული ოცნების“ მიერ დემოკრატიის გზიდან გადახვევის გამო

გაოგნებული არიან „ქართული ოცნების“ მიერ დემოკრატიის გზიდან გადახვევის გამო, - ამის შესახებ აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და თბილისში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ლევან ცუცქირიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა, როგორც შიდა პოლიტიკურად, ასევე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით.
„ამ კანონის მიღების შემთხვევაში მოლაპარაკებების გახსნის შანსი არ არის იმიტომ, რომ ეს არის ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული კანონი. სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა მივიღეთ იმ ევროპული დედაქალაქებიდან, საიდანაც იყვნენ ჩამოსული ჩვენი მეგობრები. აღფრთოვანებული არიან ისინი ქართველი ხალხის სიმამაცით, გამბედაობით, სამოქალაქო ორგანიზების ხარისხით, იმ დემოკრატიული, მშვიდობიანი და არაძალადობრივი კულტურით, რომელიც ქართველმა ხალხმა აჩვენა ბოლო თვის განმავლობაში და გაოგნებული არიან „ქართული ოცნების“ მიერ დემოკრატიის გზიდან გადახვევით.
მე ვფიქრობ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა, როგორც შიდა პოლიტიკურად, ასევე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. ძალიან მძაფრი და ძალიან სერიოზული რეაქციაა ევროპის ყველა კუთხიდან, ყველა ინსტიტუტიდან“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.