ლევან ცუცქირიძე – ეს პროტესტი არის საფუძველი ყველაფერი იმისა, რაც შეიძლება დავაშენოთ ამ ბრძოლაზე, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ

ეს პროტესტი არის საფუძველი ყველაფერი იმისა, რაც შეიძლება დავაშენოთ ამ ბრძოლაზე, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომ ეს პროტესტი, შეურიგებლობის გამოხატვა არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.
მისი თქმით, ეს პროტესტი კიდევ უფრო უნდა განვითარდეს და სხვა ფორმები უნდა შეიძინოს.
“ისინი [“ქართული ოცნება”] ანტიკონსტიტუციურ, არასამართლიან ბრძანებებს იძლევა და ყველა უნდა მიხვდეს, სანამ ხელს მოაწერენ და დავალებას შეასრულებენ, რომ ეს არ უნდა გააკეთონ. საერთაშორისო გარემო რა თქმა უნდა, იცვლება, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ უნდა დავინახოთ თუ საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკა ამ პროცესთან დაკავშირებით. კონგრესიდან ორპარტიულ მხარდაჭერას ვხედავთ, ამიტომ აქ ვართ, გაზაფხულიც მოვა, როგორც კალენდრით, ისე პოლიტიკურად”, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია