არქივი15 სექტემბერი, 2025, 12:43
ლევან ცუცქირიძე: დიახ, დიდი და მასშტაბური ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ რუსული სცენარით დაწერილ “არჩევნებს” და ერთად ვიაროთ წინ სამართლიანობის გამარჯვებისკენ, რომელიც გარდაუვალია!

პარტია "თავისუფლების მოედნის" ლიდერი ლევან ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ "ბოიკოტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ავტოკრატიებთან ბრძოლაში":
რა არის და რა არ არის ბოიკოტი?
ისინი, ვინც “არჩევნებად” წოდებულ სიმულაციაში მონაწილეობენ, ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ ბოიკოტი არაფრის კეთებაა და შესაბამისად, ის უსარგებლოა. ეს სიცრუეა და იგივეა, ვიღაცას სკალპელის გამოყენება რომ არ შეეძლოს და გვიმტკიცებდეს - ის მედიცინაში გამოუსადეგარი ინსტრუმენტიაო.
წინასწარ გაყალბებული არჩევნების ბოიკოტი სწორედაც ის ხელსაწყოა, რომელიც საშუალებას გვაძლევს სიმულაციის გარსი გავჭრათ, დაავადების რეალური სახე გამოვავლინოთ და ჯანმრთელობა გადავირჩინოთ. ამის გამო, ის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ავტოკრატიებთან ბრძოლაში.
სწორედ ამიტომ, დიახ, დიდი და მასშტაბური ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ რუსული სცენარით დაწერილ “არჩევნებს” და ერთად ვიაროთ წინ სამართლიანობის გამარჯვებისკენ, რომელიც გარდაუვალია!
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.