ლევან ცუცქირიძე – ბრძოლა გაგრძელდება, იქნება აქციები, სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა ფორმით – კონკრეტული თარიღები გამოცხადდება, მაშინ, როდესაც საუკეთესო იქნება მიზნისთვის

ბრძოლა გაგრძელდება, რა თქმა უნდა, იქნება აქციები, იქნება სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა ფორმით , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ლევან ცუცქირიძემ აღნიშნა, აქციების კონკრეტული თარიღები გამოცხადდება იმ დროს, რაც საუკეთესო იქნება მიზნის მისაღწევად.
„სამოქმედო გეგმა არის ბრძოლა ყველა მიმართულებით. ეს არის ბრძოლა შიგნით, ყველა შესაძლებლობის გამოყენება – სამართლებრივი, პოლიტიკური თუ სხვა ბერკეტები; ასევე, ბრძოლა საერთაშორისო მასშტაბით დიპლომატიაში; ასევე, სამოქალაქო პროტესტის მშვიდობიანი, არაძალადობრივი, კონსტიტუციური წინააღმდეგობის ფორმებით. ბრძოლა გაგრძელდება, რა თქმა უნდა, იქნება აქციები, იქნება სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა ფორმით. ამ ყველაფერს ვიტყვით ისე, როგორც საუკეთესო იქნება საერთო ამოცანისთვის. კონკრეტული თარიღები გამოცხადდება, მაშინ როდესაც იქნება საუკეთესო მიზნებისთვის“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ