ლევან შატბერაშვილი: ამით გვითხრეს, რომ “ოცნება” საქართველოს მოსახლეობას და პირუტყვებს ერთმანეთისგან აღარ ასხვავებს

ფილოსოფოსი ლევან შატბერაშვილი:
დღეს, “ოცნებამ” გვითხრა, რომ საქართველოში პროტესტის ფუნდამენტური უფლება საბოლოოდ აღარ არსებობს. გზის გადაკეტვაზე არაა საუბარი, ტროტუარზე მშვიდობიანი პროტესტიც კი იკრძლება!
ამ აქტით, საქართველო ამოეწერა თანამედროვე, ცივილიზებული სამყაროს ქვეყნებიდან!
ამით, ჩვენ ის კი არ გვითხრეს, რომ მესამე სამყაროს წარმომადგენლები ვართ… არა, ამით გვითხრეს, რომ “ოცნება” საქართველოს მოსახლეობას და პირუტყვებს ერთმანეთისგან აღარ ასხვავებს.
სამაგიეროდ, ჩვენს გვერდით არსებობენ ვაიმოაზროვნეები, გაოგნებულნი რომ სვამენ კითხვას, თუ რატომ მისცეს ევროკავშირის კანდიტატის სტატუსი მოლდოვას და არა საქართველოს, როცა, რომელიღაც რეიტინგში, საქართველო მოლდოვაზე წინაა.
კი, ცხოველთა უმეტესობა ჩვენზე უფრო სწრაფადაც დარბის და ფიზიკურადაც უფრო ძლიერია, მაგრამ განა ამ გაუგებარი უპირატესობის გამო ჩვენ მათ თანასწორუფლებიანებად ვთვლით?!
სახელმწიფო, რომელიც თავის მოსახლეობას ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ართმევს, სახელმწიფოთა თანამეგობრობის თუ ნებისმიერი გონიერი არსების თვალში ლეგიტიმაციას კარგავს!

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ