ლევან ღამბაშიძე: წლებია ქართული ოცნების მხარდამჭერი მღვდლები ამბიონიდან პოლიტიკაზე ქადაგებენ. რამდენიმე აღარც ქადაგებდა, პირდაპირ პოდკასტი ჰქონდა მოწყობილი

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
წლებია ქართული ოცნების მხარდამჭერი მღვდლები ამბიონიდან პოლიტიკაზე ქადაგებენ. რამდენიმე აღარც ქადაგებდა, პირდაპირ პოდკასტი ჰქონდა მოწყობილი. თავის ფონზე მდებარე ფარდების ანაფორასთან შეხამებებით, მიკროფონებით და ამბებით.
მაგალითად მეუფე იაკობს ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე არცერთი დიდი თუ პატარა მოვლენა არ გამოუტოვებია კომენტარის გარეშე. ოღონდ, მისი კომენტარები ქრისტიანული სწავლებით კი არ იყო გამყარებული, არამედ რაღაც ფსევდოპატრიოტული გაგებით. ა ლა – “მე ჯერ ქართველი ვარ და კაცი და მერე ვარ ქრისტიანი.”
როდესმე გსმენიათ საპატრიარქოს ეს გაეპროტესტებინა? და სხვა მღვდლებს? სინოდის წევრებს?
ვერა. სანამ პრორუსულს, ანტიევროპულს, შესაბამისად ანტიქართულს და პროქოცურს ქადაგებ, გზა ხსნილი გაქვს.
ბოლო ორ თვეში რამდენიმე სასულიერო პირმა ქრისტიანული სულისკვეთებით აღსავსე რამდენიმე პოლიტიკური განცხადება გააკეთა, რეჟიმის სისასტიკე დაგმო და დასავლური კურსიდან გადახვევა გააკრიტიმა და რა მიიღო შედეგად?
რა და ბნელი ძალების კოალიცია შეიკრა და რა აღარ დააბრალეს ამ პატიოსან ხალხს. ერთმა ისიც თქვა, ეგენი მწვალებლები არიანო.
შინაარსს თავი დაანებეთ. უბრალოდ როგორც სიმპტომს ისე შეხედეთ ამ მოვლენას და დიაგნოზი თავად დასვით.
პროევროპელ, ადამიანის უფლებებისა და ქრისტიანობის მქადაგებელ მღვდლებს სდევნიან, ხოლო პრორუს, რეჟიმის მხარდამჭერ და რაღაც უცნაური სწავლების მქადაგებელ მღვდლებს აწინაურებენ.
როგორ ფიქრობთ, რისი ნიშანია ეს?

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე – გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! – ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და რაც ახლა ხდება, ამის დასტურია, ამბობდა, რომ არ ენდობოდა მათ, ვისთანაც მუშაობდა – რაც შეეხება დაკავებულს, ვიცნობ და ვიცი, დაურს მასთან არაფერი ჰქონია

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე ნინო ცხოვრებაძე ტელეგრამ-არხზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს