ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
ყველაფერი დაივიწყეთ. ქოცი, ნაცი, შმაცი, ცაცი… სრულიად უკონტექსტოდ გაეცით ერთ შეკითხვას პასუხი:
დამოუკიდებელ საქართველოში გამოცემულ რომელ სახელმძღვანელოში წერია, რომ გეორგიევსკის ტრაქტატმა საქართველო 20 წლით გადაარჩინა?
სკოლაში ხომ დადიოდით. ისტორიას ხომ სწავლობდით. ეს წინადადება როდესმე წაგიკითხავთ ან მოგისმენიათ? .
ხოდა ვინაიდან პასუხია არა, მეორე შეკითხვაც დასვით ბარემ:
საიდან გაუჩნდა ირაკლი კობახიძეს ის აზრი, რომელიც მან დღეს გააჟღერა? სად წაიკითხა? რომელ ისტორიკოსს დაეყრდნო? რომელი ახალი ფაქტის აღმოჩენის შემდეგ მოიგონა მან წინადადება, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც ამ საკითხზე როდესმე დაწერილა?
ხოდა რადგან პასუხი ისტორიაში არ არის,პასუხი პოლიტიკაშია და იქნებ მესამე შეკითხვაც დასვათ:
რა პოლიტიკური მიზანი ამოძრავებს ივანიშვილის რეჟიმს, როდესაც ამბობს, რომ ტრაქტატმა საქართველო 20 წლით გადაარჩინა?
იმედია ამ შეკითხვასაც სწორად გასცემთ პასუხს.




