ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
გულბაათ რცხილააძე კი არა, როდესაც დასჭირდა, სტალინმა ჰიტლერს ყველა კომუნისტის დაჭერა და საკონცენტრაციო ბანაკში გამწესება აპატია. რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი რომ დაიდო, მაგ დროისთვის კომუნისტის ჭაჭანება აღარ იყო გერმანიაში.
რუსეთისთვის ყველა პაიკია. რუსებიც, მაგრამ არარარუსები განსაკუთრებით. თუ საქმეს დასჭირდა, ერთი კი არა, ყველა რო გაწყვიტო მაგასაც გაატარებს.
დღეს რუსეთი თავის პაიკებს სწირავს, რათა ოცნებამ პროევროპელი ხალხის ტერორი გააძლიეროს.
ერთი რუსი აგენტი, ერთი ვითომ ევროპის აგენტი.
შედეგი: ოცნება რაღაც პარანოიაში კი არ არის და გამიზნულად პროევროპელ ხალხს კი არ ავიწროვებს, აგერ, რუსეთის ჯაშუშებსაც იჭერს.
ეს რომ ასეა, ამის გადამოწმება მხოლოდ ერთი შეკითხვის დასმით შეგიძლიათ:
შეიძლება თუ არა რუსეთმა ომი დაგვიწყოს, თუკი ქართული ოცნება მისი ჯაშუშების უნებართვოდ დაჭერას გააგრძელებს?
ქართული ოცნების ლოგიკით, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც რუსეთს გააღიზიანნებს ომის დაწყების მიზეზი შეიძლება გახდეს.
ხოდა რანაირად ბედავს რეჟიმი აგენტების დაჭერას და ვერ ბედავს ანტირუსული სანქციების დაწესებას? რანაირად. ბედავს აგენტების დაჭერას და ვერ ბედავს რუსი დეპუტატების ანტიქართულ განცხადებებზე პასუხის გაცემას? რანაირად ბედავს აგენტების დაჭერას და ვერ ბედავს რუსული არხების გათიშვას?
იმნაირად, რომ ნებართვა აქვს.




