ლევან ღამბაშიძე: რომ გკითხავენ, აი ერთი რამე მაინც მითხარით, რაც რუსული საქმე უკეთებია ოცნებასო, უთხარით, რომ ქართველების ბრძოლისუნარიანობის მოსპობა

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:

რა შეიძლება იყოს შენი მტრის ნომერი პირველი ამოცანა იმ პერიოდში, როდესაც იგი პირდაპირ სამხედრო ოპერაციას არ აწარმოებს შენს წინააღმდეგ?

აი მართლა დაფიქრდით. აი რა შეიძლება იყოს მისი ნომერი პირველი ამოცანა.

მე ამას ვიტყვი და თქვენ შემისწორეთ თუ ვცდები:

ის რომ შენი ქვეყნის რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს ეგონოს, რომ მტერთან ბრძოლას აზრი არ აქვს.

ივამიშვილის პოლიტიკის სხვანაირად აღწერას შეძლებთ? ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქართველებმა აღარასოდეს დაიცვან საკუთარი ქვეყანა. აფხაზეთში თურმე ამერიკელებმა თავგზა აგვიბნიეს და მთელი თაობა ჩახოცეს, აგვისტოს ომი აგენტურის ომი იყო, უკრაინელები სამშობლოს კი არ იცავენ, ევროპის დავალებას ასრულებენ და უბრალოდ კვდებიან…

ეს უკუღმართი ცნობიერება შეიძლება აწყობდეს მხოლოდ იმას, ვისთვისაც აქ მებრძოლი საქართველო დიდ პრობლემას წარმოადგენს. ასეთი კი სწორედ რუსეთია.

ხოდა რომ გკითხავენ, აი ერთი რამე მაინც მითხარით, რაც რუსული საქმე უკეთებია ოცნებასო, უთხარით, რომ ქართველების ბრძოლისუნარიანობის მოსპობა, ამ დროებითი პაუზის “მშვიდობად” მონათვლა, ოკუპირებული ტერიტორიების პოლიტიკური დისკურსიდან გაქრობა, არის სწორედ მთავარი რუსული საქმე, რაც კი ოცნებას აქვს გაკეთებული.

აი ამათ რომ ამოვაყირავებთ და ყველაფერი თავის ადგილას დადგება, აგვისტოს ომის გმირებსაც, ისევე როგორც ყველა დანარჩენ გმირს, სათანადო პატივს მივაგებთ და შესაბამისად აღვწერთ მათ ღვაწლს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.“

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე – გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! – ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და რაც ახლა ხდება, ამის დასტურია, ამბობდა, რომ არ ენდობოდა მათ, ვისთანაც მუშაობდა – რაც შეეხება დაკავებულს, ვიცნობ და ვიცი, დაურს მასთან არაფერი ჰქონია

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე ნინო ცხოვრებაძე ტელეგრამ-არხზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს