ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან ღამბაშიძე: მილიარდი აქვს დაფინანსება. სულ აქვს ორი რეიტინგული გადაცემა: გორგილაძის და მასტერშეფი. და რა ქნეს?

"მილიარდი აქვს დაფინანსება. სულ აქვს ორი რეიტინგული გადაცემა: გორგილაძის და მასტერშეფი.
და რა ქნეს? დახურეს გორგილაძე ფინანსური რესტრუქტურიზაციის გამო
ნწ. აბა მიეყვანა ყველა გადაცემაში ექსკლუზიურად ქოცები. აი ბოლქვაძეები, ჭუმბურიძეები და სხვები. დახურავდნენ? არა.
მაგრამ ეგაა ავტორიტარიზმის ლოგიკა. არასდროს გაჩერდება ეს მსვლელობა. სანამ ყველა “სხვანაირადმოაზროვნეს” არ განდევნიან საჯარო სივრციდან არ გაჩერდებიან," - წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.
"მომდევნო წლიდან "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" საქართველოს პირველი არხის ეთერში აღარ გავა. ამას გიდასტურებთ. არხის ხელმძღვანელობისგან მოყვანილი მიზეზი ფინანსური რესტრუქტურიზაციაა. პირადი შეფასებებისგან, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ" | უთხრა დათო გორგილაძემ "რადიო თავისუფლებას".
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.