ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან ღამბაშიძე: ზურა ჯაფარიძე არის კაცი, რომელმაც სიმართლის გამო ციხეში ჩაჯდომა გადაწყვიტა

ლევან ღამბაშიძე: ზურა ჯაფარიძე არის კაცი, რომელმაც სიმართლის გამო ციხეში ჩაჯდომა გადაწყვიტა
"ზურა ჯაფარიძე არის კაცი, რომელმაც სიმართლის გამო ციხეში ჩაჯდომა გადაწყვიტა.
ქართულ ოცნებას პარტიაში კი არა, პარტიას მიტმასნულ ბიომასაშიც არ მოეძებნება ასეთი ადამიანი. ფულის გამო სამშობლოს გაყიდიან, ტუფლების და საათის გამო თავს დაიმცირებენ, მოიტყუებიან, სხვას დაჩაგრავენ და საკუთარ ოჯახის წევრს, მეზობელს თუ მეგობარს დააჭერინებენ.
მაგრამ არცერთი მათგანი არაფერს არ მოიკლებს სიმართლის თუ ზნეობრივი პრინციპის აღსრულებისთვის.
ღირსებაც და ზნეობრიობაც ატროფირებული აქვთ. ეხლა ალბათ ერთმანეთს ურეკავენ რომ რამენაირად ახსნან, ჯაფარიძე რატო ჩაჯდა ციხეში.
სამწუხაროდ ვერავის დაურეკავენ ისეთს, ვინც ამას გააგებინებს," - წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.