: ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი აღარ არის. უბრალოდ ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება თქვენ ნორმალური გგონიათ?

“პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილმა აქტივისტების სია გამოდო და ერთ საათში ერთ-ერთი მათგანი ოცნების პარტაქტივმა გალახა.
ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი აღარ არის. უბრალოდ ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება თქვენ ნორმალური გგონიათ?
პარტია რომ დაუსჯელად ძალადობს მოქალაქეებზე, არცერთი საქმე გახსნილი რომ არ არის, პოლიცია რომ პარტიის მსახურია და არა მოქალაქეების, აი ეს ვითარება მოგწონთ?” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფისო .
ნუ ამბობთ ეგრე, რომ შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა [განცხადება] და ამით ვიღაცას რაღაცაზე მიუთითა – ძალადობა წარმოშობს ძალადობას და ძალადობის წყარო არის იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულია, მათ შორის, ზუკა ბერძენიშვილი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“პაპუაშვილო, სიის გამოდებიდან ერთ საათში სცემეს ზუკა ბერძენიშვილი. ახლა კარგად მომისმინეთ, ის ტიტუშკები, შენმა რეჟიმმა რომ დაიქირავა და ფულს უხდის, აუცილებლად აგებენ სამართლებრივ პასუხს” – წერს სოციალურ ქსელში  ჟურნალისტი, ლიტერატურათმცოდნე .

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია