ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან ღამბაშიძე: ეგ არაფერი. საბჭოთა კავშირშიც აკრძალული იყო მთავრობის კრიტიკა მაგრამ დაემხო სახელოვნად. კრიტიკის აკრძალვა რომ საქმეს შველოდეს...

ლევან ღამბაშიძე: ეგ არაფერი. საბჭოთა კავშირშიც აკრძალული იყო მთავრობის კრიტიკა მაგრამ დაემხო სახელოვნად. კრიტიკის აკრძალვა რომ საქმეს შველოდეს...
ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
ამ მთავრობამ შექმნა ტროლ-ბოტების ქარხნები, შექმნა ონლაინ არმია, რომლის ამოცანაც ადამიანების ლანძღვა და დემორალიზებაა, ნებისმიერ ონლაინ გამოცემის თუ არხის გვერდზე შედით და ნახეთ რა ხდება ხოლმე. აგინებენ ყველას, პოლიტიკოსიდან დაწყებული, რიგითი მოქალაქეებით დამთავრებული, აგინებენ იმათ, ვინც კომენტარს წერს და აგინებენ იმათ, ვინც უბრალოდ ალაიქებს.
და აი ამ საჯარო ჯოჯოხეთის მომწყობი რეჟიმი აანონსებს შსს-ში რაღაც ონლაინწესრიგის დეპარტამენტის შექმნას.
ეგ არაფერი. საბჭოთა კავშირშიც აკრძალული იყო მთავრობის კრიტიკა მაგრამ დაემხო სახელოვნად. კრიტიკის აკრძალვა რომ საქმეს შველოდეს, მსოფლიო ოსტორია მხოლოდ ერთი დიდი სახელმწიფოს უწყვეტი არსებობის ისტორია იქნებოდა.
კრძალეთ და იყავით. ისედაც ვეერაფერს ხვდებით და რაღა ამას მიხვდებით, რომ კრიტიკის არსებობა ისევ თქვენთვის არის სასარგებლო. კარგად მოხუფეთ ქვეყანა და ვნახოთ მერე ეგ ბრაზი სად წავა.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.