ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან ღამბაშიძე: გუშინ პირადად გოტას დაესხნენ თავს რეჟიმის ზონდერები. მე დღეს იქ ჩემთვის არ ვმდგარვარ. გოტასთვის და ყველა იმ ადამიანისათვის ვიდექი, რომელსაც გუშინ ხელით შეეხნენ

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
გუშინ პირადად გოტას დაესხნენ თავს რეჟიმის ზონდერები.
მე დღეს იქ ჩემთვის არ ვმდგარვარ. გოტასთვის და ყველა იმ ადამიანისათვის ვიდექი, რომელსაც გუშინ ხელით შეეხნენ.
დღეს იქ დგომა ჩემი სურვილი არ ყოფილა - ჩემი ვალდებულება იყო.
ამიტომ იყო ჩემთვის დღეს მნიშვნელოვანი ამ კადრის დანახვა.
გოტა კვლავ ფეხზე იდგა და იდგა ამაყად და იდგა იქ, საიდანაც მასზე თავდასხმის ბრძანება გაიცა.
მადლობა თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც ამ კადრის დაფიქსირება შესაძლებელი გახადა. მადლობა თითოეულ მოქალაქეს, ვისი იმედიც ყოველთვის შეიძლება გვქონდეს გასაჭირის ჟამს.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.