ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან ღამბაშიძე: გეტყვით რა არის ტყუილი ამ კლიპში: ეს წყვილი რა ადგილასაც იმყოფება, ეგ გზა ფეხით მოსიარულესათვის არსად არ მიდის. მეტიც - ეს წყვილი უბრალოდ მეორე მხარეს ვერ გადავა, გადასასვლელი არ არის არსად

ლევან ღამბაშიძე: გეტყვით რა არის ტყუილი ამ კლიპში: ეს წყვილი რა ადგილასაც იმყოფება, ეგ გზა ფეხით მოსიარულესათვის არსად არ მიდის. მეტიც - ეს წყვილი უბრალოდ მეორე მხარეს ვერ გადავა, გადასასვლელი არ არის არსად
ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
ეს არის მოხუცი წყვილი ივანიშვილის რეჟიმის საარჩევნო კლიპიდან.
ასეთი რამე საქართველოში ნანახი გაქვთ? ასეთი ხალხი ნანახი გყავთ?
მე გეტყვით რა არის ტყუილი ამ კლიპში: ეს წყვილი რა ადგილასაც იმყოფება, ეგ გზა ფეხით მოსიარულესათვის არსად არ მიდის. მეტიც - ეს წყვილი უბრალოდ მეორე მხარეს ვერ გადავა, გადასასვლელი არ არის არსად.
ამიტომ ვვარაუდობ რომ მათ უბრალოდ გზა აებნათ და უმისამართოდ მიდიან სადღაც.
მოკლედ ამ წყვილს თუ მოკარით თვალი, გთხოვთ 112-ში დარეკოთ.
რაც შეეხება ამ ქვეყანაში მცხოვრებ ნამდვილ მოხუცებს, თუ ასეთები სახლში გყავთ, ჰკითხეთ რამდენი აქვთ პენსია და რამხენ ხანში ხარჯავენ მას აღების შემდეგ; თუ სახლში არ გყავთ, მაშინ მათი ნახვა შეგიძლიათ ნაგვის ურნებთან, ბაზრებში დახლებთან, ქუჩებში დიდი ჩანთებით ხელში, მიწისქვეშა გადასასვლელებში… ანუ ყველგან, სადაც მათი ადგილი არ არის.
ეს რეკლამა, ყველა მისი ელემენტით, არა მხოლოდ ყალბია, არამედ ძალიან შეურაცხმყოფელია.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.