არქივი29 მარტი, 2025, 00:24
ლევან ღამბაშიძე: ანწუხელიძეა მათთვის მთავარი პრობლემა, ვინაიდან ზუსტად მის ფონზე ანათებს ამათი ლაჩრობა და ღალატი ყველაზე მკაფიოდ

“გახსოვთ აქციებზე ჯალათი პოლიციელები და გდდშნიკები რო ტიროდნენ, რამე რო იყოს, თქვენ აქ დარჩებით და მე ომში მომიწევს წასვლაო?
დღეს ქართველმა პოლიციელებმა დაიჭირეს გოგო პლაკატისთვის, რომელზეც ეწერა “ანწუხელიძე უკვდავია”.
ანწუხელიძეა მათთვის მთავარი პრობლემა, ვინაიდან ზუსტად მის ფონზე ანათებს ამათი ლაჩრობა და ღალატი ყველაზე მკაფიოდ.
სხვა შემთხვევაში, პოლიციელს ასეთი რამის გაკეთებისკენ ხელი როგორ უნდა მოგიბრუნდეს?“ - წერს ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.