ლევან ღამბაშიძე: “აბა ომი გინდა?!” უფრო ვრცლად რომ გავშალოთ სივრცესა და დროში …

““აბა ომი გინდა?!” უფრო ვრცლად რომ გავშალოთ სივრცესა და დროში:
ომს მირჩევნია ხალხს სამსახურებიდან ყრიდნენ პოლიტიკური ნიშნით;
ომს მირჩევნია ვიღაც კორუმპირებულმა ნაძირლებმა რაჭა ჩაიდონ ჯიბეში;
ომს მირჩევნია ოპოზიცია სულ არ გვქონდეს ქვეყანაში;
ომს მირჩევნია კრიტიკული მედია არ გვქონდეს ქვეყანაში;
ომს მირჩევნია გამოხატვის თავისუფლება არ გვქონდეს ქვეყანაში;
ომს მირჩევნია თავისუფლება საერთოდ არ გვქონდეს ქვეყანაში;
ომს მირჩევნია მონობა;
და ვინაიდან ომის საბოლოო შედეგი მონობაა, საბოლოო ფრაზა ასე ჟღერს:
ომს მირჩევნია ომი!
პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ასეა.
წარმოსახვითი ომის შიშის გამო გამოგრჩათ, რომ უკვე ომში ხართ საკუთარ “მთავრობასთან”. გამოგრჩათ, რომ თქვენი დამონების ოპერაცია, თითქმის დასრულებულია.
თითქმის.
შანსი კიდევ არის. ამ შანსს ჰქვია ერთიანობა.
სხვა გზა არ არსებობს. მხოლოდ ჩვენ დამონებაზე არ არის აქ საუბარი. მთელი ერის დამონებაზეა. ოცნების ამომრჩევლებისაც…
ეს უნდა გავაცნობიეროთ და გავერთიანდეთ,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…