ლევან ქარუმიძე - ჰააგაში იმართება კონფერენცია “სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის” - როგორ შეიძლება ვინმემ ისაუბროს სამართლიანობაზე, როცა იმავე ოთახშია ზურაბ ადეიშვილი? - სირცხვილი
ჰააგაში იმართება კონფერენცია “სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის” - როგორ შეიძლება ვინმემ ისაუბროს სამართლიანობაზე, როცა იმავე ოთახშია ზურაბ ადეიშვილი? , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან ქარუმიძე, სოციალურ ქსელში დაწერა.
ქარუმიძე სოციალურ ქსელში ფოტოებს აზიარებს, სადაც იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი ჩანს.
ქარუმიძის თქმით, ადამიანის უფლებათა არაერთი დარღვევისთვის მსჯავრდებულ ადეიშვილთან ერთად, სამართლიანობაზე საუბარი არ შეიძლება და ეს ფაქტი სირცხვილია.
“დღეს ჰააგაში არის კონფერენცია "სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის". როგორ შეიძლება ვინმემ ისაუბროს სამართლიანობაზე, როცა იმავე ოთახშია ზურაბ ადეიშვილი (ადამიანის უფლებათა არაერთი დარღვევისთვის მსჯავრდებული)?! სირცხვილი. სირცხვილი. სირცხვილი”, - წერს ლევან ქარუმიძე სოციალურ ქსელ X-ზე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.