არქივი18 აპრილი, 2025, 16:21
ლევან სანიკიძე: 9 მაისს ისევ აპირებენ ჩასვლას, მოთხოვნა მიღებული აქვთ და ამზადებენ ნიადაგს. ტესტავენ საზოგადოებრივ განწყობას

"9 მაისს ისევ აპირებენ ჩასვლას, მოთხოვნა მიღებული აქვთ და ამზადებენ ნიადაგს. ტესტავენ საზოგადოებრივ განწყობას.
ყველაფერს ზომავენ:
ანწუხელიძეზე განცხადებები გაგვდის?
9 აპრილი უკრაინელებს რომ მოუწყვიათ გაგვდის?
სვეტიცხოვლის და გელათის დატბორვა გაგვდის?
თუ გაგვდის, მაშინ ჩავლენ!
ბოლოს რა არ გაუვიდათ? 9 აპრილის მემორიალთან ვერ მოკარებას დიდი გამოხმაურება ჰქონდა “ქართულ ოცნებაშიც”. ეგ იყო ის, რამაც კიდევ ერთხელ ჩააფიქრა არიან თუარა მზად გადაიტანონ 9 მაისს კრემლის წინ დგომის შემდეგ წამოსული ცუნამი.
8 მაისს, ევროპის დღეს უნდა ვიყოთ ძალიან, ძალიან ბევრნი! უნდა ვაჩვენოთ რომ არ გაგვდის, საქართველო ჩვენი დასაცავია!" - წერს ლევან სანიიძე სოციალურ ქსელში და სქრინებს აქვეყნებს.


არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.